ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" - შსს-მ ერთი პირი დააკავა

11.09.25 14:09
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" - შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა,  ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,   განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ბ. დააკავეს. 

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მიერ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“-ს შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ ე.ბ. ბრალდებულის სახით დააკავა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილითა  და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.