წარწერის გაკეთების გამო, რომ გოგონას კრიმინალად რაცხავენ და ციხეში უშვებენ, მართლა ნორმალური გგონიათ ეგ ვინმეს? - რეზო კიკნაძე
წარწერის გაკეთების გამო, რომ გოგონას კრიმინალად რაცხავენ და ციხეში უშვებენ, მართლა ნორმალური გგონიათ ეგ ვინმეს? - ასე ეხმაურება სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში 23 წლის მეგი დიასამიძის დაკავებას.
კიკნაძე წერილში ასევე წერს, რომ 30 სექტემბერს ნიკოლოზ ჯავახიშვილის დაბადების დღეა და საზოგადოებას მოუწოდებს სინდისის პატიმარს მისალოცი წერილები გაუგზავნოს.
ჩცდ-ს ვუყურებდით, საახალწლო ეპიზოდი იყო. აივანზე ჯეკო,ზაზა და დათო ფოიერვერკებს აფეთქებენ. ამ დროს ჯავახა წამოხტა საწოლიდან და ,,ამათ რატო არ იჭერენ?“ დაიყვირა. კი, გაგვეცინა, მაგრამ...
P.S. — ფოიერვერკის ჰაერში სროლის გამო ზის ციხეში. ისე, 30 სექტემბერს აქვს დაბადების დღე და მისალოც წერილებს თუ მიწერდით, გაუხარდება.
P.P.S. — წარწერის გაკეთების გამო, რომ გოგონას კრიმინალად რაცხავენ და ციხეში უშვებენ — მართლა ნორმალური გგონიათ ეგ ვინმეს? მართლა გინდათ ეგეთ პოლიციურ-ტირანულ რეჟიმში ცხოვრება? ქოცებო, თქვე ნაცებოთქო ვამბობდი ხოლმე და აშკარად ნაცებზე უარესები ხართ! პროტესტს მაინც ვერ აკრძალავთ, რა კანონებიც არ უნდა მოიგონოთ!"- წერს წერილში რეზო კიკნაძე.