მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ბექა პაპაშვილი 5000 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი ბექა პაპაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო - ცოტა ხნის წინ, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა პაპაშვილი 5000 ლარით დააჯარიმა.
პაპაშვილს საპროტესტო წვრილმან ხულიგნობას და აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
სამოქალაქო აქტივისტის თქმით, მან დღეს სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები და წარადგინა მოწმეები, რომლებმაც დადასტურეს, რომ პაპაშვილი საფეხმავლო მონაკვეთზე იმყოფებოდა, თუმცა, მოსამართლემ დაცვის მხარის მტკიცებულებები არ გაითვალიწინა.
პაპაშვილი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე ბექა პაპაშვილთან ერთად პოლიციამ ხელბორკილები 22 დემონსტრანტს დაადო.