22 მილიონის საჩუქარი მხოლოდ ერთ წელში - მკვლევარები სავარაუდო კორუფციაზე საუბრობენ
გიორგი ტყემალაძე ერთ-ერთია “ოცნების“ იმ ჩინოვნიკებს შორის, ვინც ათი ათასობით დოლარს საჩუქრად ოჯახისგან იღებს. მას 2024 წლის დეკლარაციაში უწერია, რომ მამისგან საჩუქრად 60 ათასი დოლარი მიიღო. ასევე ინახავს ნაღდ ფულს - 35 ათასი ლარს - ისიც მამისგან აქვს ნაჩუქარი. მის მსგავსად იღებენ საჩუქრებს ოჯახისგან “ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნებიც.
მხოლოდ 1 წელში მაღალჩინოსნებმა 22 მლნ-ის საჩუქრები მიიღეს, აქედან 16 მლნ ნაღდი ფულია, დანარჩენი ბინები, მიწის ნაკვეთები, ძვირადღირებული ავტომობილები და იარაღები.
“საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ 2024 წლის 6000 დეკლარაცია შეისწავლა, რის შემდეგაც აქვთ ეჭვი, რომ საქმე უკანონო შემოსავლების დაბალანსებასთან შეიძლება გვქონდეს.
კანონში არსებობს ჩანაწერი, რომ მაღალი თანამდებობის პირმა მხოლოდ ოჯახის წევრისგან შეიძლება მიიღოს საჩუქარი. ეს ერთგვარ შავ ხვრელად იქცა. ყველაზე მეტი საჩუქარი ირაკლი კირცხალიამ მიიღო - რომელიც ახლა უკვე უმრავლესობის ლიდერია.
კიდევ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც ფულს ოჯახის წევრები, ძირითადად მშობლები ჩუქნიან.