დაკავება სატელევიზიო ინტერვიუს გამო - რატომ და რა ვითარებაში დააკავეს ხაბეიშვილი და ზოდელავა
ხაბეიშვილი და ზოდელავა დააკავეს - 4 ოქტომბრის დიდი სახალხო შეკრების ორგანიზატორს ხელბორკილები ტელეინტერვიუს წინ დაადეს. ხაბეიშვილი პირდაპირ სუს-ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ვიდრე მას შენობაში შეიყვანდნენ თქვა, რომ “ეს შეშინებული რეჟიმის მარცხია.“
მამუკა მდინარაძემ ლევან ხაბეიშვილის ტელეინტერვიუს გამო დააკავა - სატელევიზიო სტუდიიდან მიმართვა სპეცრაზმელებისადმი სუს-მა დანაშუალად ჩათვალა და მრავალი წლით ოპოზციის ლიდერს ციხეში გაშვებას უპირებს.
ლევან ხაბეიშვილთან ერთად ხელბორკილები დაადეს ყოფილ მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას. სუს-ი ამტკიცებს რომ ხაბეიშვილმა დაკავების დროს საკუთარი ტელეფონი ზოდელავას გადამალვის მიზნით გადასცა, რა დროსაც ზოდელავა სუს-ის თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა, არადა კადრებში ჩანს, რომ ზოდელავა სუს-ის მანქანაში ზის და არც არავისზე ძალადობს.
ხაბეიშვილს და ზოდელავას სასამართლოში სავარაუდოდ ხვალვე გადაიყვანენ. არსებობს მოლოდინი, რომ პოლიტიკოსებს ორ თვიან წინასწარ პატიმრობას შეუფარდებენ.