ლევან ხაბეიშვილთან უფლებადამცველები შეუშვეს

11.09.25 20:33
ლევან ხაბეიშვილთან უფლებადამცველები შეუშვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი იმყოფება, ადვოკატები შევიდნენ.

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატები მასთან შესვლას რამდენიმე საათი ელოდებოდნენ.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას. 

ფოტო IPN