სუს-ის თანამშრომლებმა ჯუანშერ ბურჭულაძის საცხოვრებელი სახლი დატოვეს

11.09.25 20:38
სუს-ის თანამშრომლებმა ჯუანშერ ბურჭულაძის საცხოვრებელი სახლი დატოვეს

სუს-ის თანამშრომლებმა ჯუანშერ ბურჭულაძის საცხოვრებელი სახლი დატოვეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ორსაათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

მათ დალუქული ნივთები გაიტანეს სახლიდან, თუმცა კონკრეტულად რა ნივთებია, არ დაუკონკრეტებიათ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.