მეგის გააცნეს ბრალი, სხვისი ქონების დაზიანებას ედავებიან- ნელი დიასამიძე
23 წლის სტუიდენტის, მეგი დიასამიძის და, ნელი დიასამიძე წერს, რომ მეგის ბრალი უკვე გააცნეს და მას სხვისი ქონების დაზიანებას ედავებიან,რაც 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მისი ინფორმაციით, სასამართლო პროცესი ხვალ, 12 სექტემბერს, 12:00 საათის მერე გაიმართება.
გამოვიდნენ ადვოკატები, როგორც გვითხრეს მეგის გააცნეს ბრალი, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სხვისი ქონების დაზიანებას ედავებიან,რაც 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ხვალ, 12 საათის მერე იქნება სასამართლო პროცესი.
დამხობა რეჟიმს!
თავისუფლება ტყვეებს!-წერს ნელი დიასამიძე.
23 წლის მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.