მურთაზ ზოდელავას მეუღლე, მაია მუმლაძე სუს-ის ბრიფინგს, დაჭერების გაერთიანებაზე, ცინიკურს უწოდებს
რატომ გაავრცელა სუს-მა ლევან ხაბეიშვილის და ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე ერთ ბრიფინგზე ინფორმაცია? - მურთაზ ზოდელავას მეუღლე, მაია მუმლაძე დაჭერების გაერთიანებაზე ბრიფინგს “ცინიკურს“ უწოდებს და ამბობს, “ეს იყო თვალსაჩინო პარალელი კორუფციის ბრალდებით დაკავებასა და უდანაშაულო ადამიანების დაკავებას შორის .“
მაია მუმლაძე საკუთარ მეუღლეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის არის პიროვნება, რომელსაც 13 წლის განმავლობაში, ამ რეჟიმმაც კი ვერ მოუძებნა ვერაფერი, რის საფუძველზეც დააკავებდნენ.
ერთ ბრიფინგში დაჭერების გაერთიანება ძალიან ცინიკური და ამასთანავე თვალსაჩინოა, რომ “ქართული ოცნება“ ერთის მხრივ თავის თანაგუნდელს, კორუფციის ბრალდებით აკავებს, მეორეს მხრივ სახეზე გვყავს მურთაზ ზოდელავა და ლევან ხაბეიშვილი, განსაკუთრებულ აქცენტს ზოდელავაზე გავაკეთებ, ადამიანი, რომელსაც 13 წლის განმავლობაში მაღალ თანამდებობაზე იყო, ამ რეჟიმმაც კი ვერ მოუძებნა ვერაფერი, მიუხედავად იმის, რომ ის იყო მაღალ თანამდებობაზე დიდი ხნის განმავლობაში, იყო მცდელობა, რომ თუნდაც რაღაც ფორმით და მიზეზით მომხდარიყო მისი პასუხისგებაში მიცემა, ეს ვერ გააკეთა ამ რეჟიმმა და ძალიან თვალსაჩინოა დღეს ჩვენი მსმენელისთვის ამ ორი ადამიანის ერთმანეთთან შედარება, ერთის მხრივ კორუფციაში ჩაფლული მათი თანაგუნდელი და მეორეს მხრივ ადამიანი, რომელიც დააკავეს აბსოლუტურად არარსებული, გამოგონილი ბრალდებით, რადგან პოლიციისთვის წინააღმდეგობსი გაწევასაც კიარ ჰქონია მისი მხრიდან ადგილი.
რაც შეეხება ლევანის დაკავებას, ესეც არის აბსოლუტური აბსურდია. ვერც სუსი, ვერ ხელისუფლება და ვერც რეჟიმი ვერც იპოვიდა სამართლებრივად გამართულ მიზეზს, მათი დაკავების,- განაცხადა მაია მუმლაძემ.