“პირველების“ ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე მკურნალობას კარდიოლოგიურ დეპარტამენტში განაგრძობს

12.09.25 11:22
“პირველების“ ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე მკურნალობას კარდიოლოგიურ დეპარტამენტში განაგრძობს

“პირველებისთვის“ ცნობილი ხდება, რომ კლინიკა “ჰელსიკორში“ გადაყვანილი  თავდაცვის ექს მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე მკურნალობას კარდიოლოგიურ დეპარტამენტში განაგრძობს.

ამ დრომდე, ამტკიცებდნენ, რომ  დაკავების შემდეგ,  ის საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგნოზით შეიყვანეს და ტრამვა მას რამდენიმე დღით ადრე მიადგა, თუმცა, ბურჭულაძე იმ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც პაციენტს გულის ჩივილებით მკურნალობენ.

“პირველები“ დილიდან ცდილობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაერკვია, თუმცა კლინიკაში განმარტებები არ კეთდება. შესაბამისად, უცნობია, რა სჭირს თავდაცვის ექს მინისტრს.

რაც შეეხება ბრალის წარდგენას- მისი ადვოკატი ვარაუდობს, რომ დღეს მოხდება, თუმცა ზუსტი დრო, როდის მოხდება არ იცის.

მისი დაკავება რომ არ არის კავშირში მართლმსაჯულებასთან, ვიცით, თვითონ რასაც ამბობს, არის, რომ უდანაშაულოა, - ამბობს დიმიტრი ხაჩიძე.

მისივე თქმით, “ბურჭულაძეს მაგნიტურ რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა და ტვინის შერყევა დადასტურებულია.“

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გუშინ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.