რაც არ უნდა დაწერონ ფურცელზე და ჯღაბნონ, ბრალი არ არსებობს, ლევან ხაბეიშვილი არ უნდა დაისაჯოს- ლაშა ტყეშელაძე

12.09.25 12:06
რაც არ უნდა დაწერონ ფურცელზე და ჯღაბნონ, ბრალი არ არსებობს, ლევან ხაბეიშვილი არ უნდა დაისაჯოს- ლაშა ტყეშელაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან, დაკავებულ ლევან ხაბეიშვილთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე შევიდა.

როგორც ის განმარტავს, ხაბეიშვილს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, 16:00 საათზე წარუდგენენ.

"ლევან ხაბეიშვილი უნდა მოვინახულო, რომ სხვადასხვა დეტალი გავიარო. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, ის შეიძლება, 16:00-17:00 საათისთვის იყოს. რაც არ უნდა დაწერონ ფურცელზე, რაც არ უნდა ჯღაბნონ, ეს ბრალი არ არსებობს, ლევან ხაბეიშვილი არ უნდა დაისაჯოს, რადგან დანაშაული არ მომხდარა", - განაცხადა ტყეშელაძემ.