მზია ამაღლობელი ანდრეი სახაროვის ადამიანის უფლებების პრემიაზეა ნომინირებული
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ანდრეი სახაროვის ადამიანის უფლებების პრემიაზეა ნომინირებული.
სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპარლამენტმა დააწესა და ენიჭება პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის იბრძვიან.
შეგახსენებთ, 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ორ წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჟურნალისტი თავდაპირველად 11 იანვარს დააკავეს, მას შემდეგ კი 38 დღე შიმშილობდა.