ხელისუფლებას უნდა კორუფციასთან მებრძოლის იმიჯი შეიქმნას, ბურჭულაძე უდანაშაულოა - ადვოკატი
ჯუანშერ ბურჭულაძე დანაშაულს არ აღიარებს. თავდაცვის ექს მინისტრი ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის ფული არ მიუსაკუთრებია და რასაც აბრალებენ აბსურდია.
მისი დავოკატის თქმით, რომელმაც დაცვის ქვეშ მყოფი ცოტა ხნის წინ კლინიკაში მოინახულა, ბურჭულაძე აპირებს სამართლებრივ ბრძოლას იმისთვის, რომ მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.
დიმიტრი ხაჩიძე ამტკიცებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ბურჭულაძე გამოკითხვებზე დადიოდა, ბოლოს კი ის სუს-მა კორუფციის ბრალდებით სახლში აიყვანა.
ყველა კითხვას, რაც გამოძიებას შესაძლოა ჰქონოდა, ჩვენ გავეცით პასუხი, წარვადგინეთ შესაბამისი დოკუმენტაცია. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მისი პოზიცია მარტივია, ის უდანაშაულოა, წარდგენილ ბრალდებაში. არის საუბარი, რომ მილიონ სამასი ათასი გაიფლანგა სახელმწიფოს სახსრები და ბურჭულაძემ გაათეთრა, მილიონ ხუთასი ათას რაღაცა. რანაირად? ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს თეატრალურ სპექტაკლს. იგივე ესპანეთში უძრავი ქონების მითითება, ადვილად გაყიდვადი თემაა. ხელისუფლებას უნდა კორუფციასთან მებრძოლის იმიჯი შეიქმნას,- განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გუშინ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.