ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალს 16:00 საათზე კლინიკა “ჰელსიკორში“ წარუდგენენ

12.09.25 13:28
ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალს 16:00 საათზე კლინიკა “ჰელსიკორში“ წარუდგენენ

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალს 16:00 საათზე წარუდგენენ.

პროკურატურის წარმომადგენლები ბურჭულაძეს კლინიკა “ჰელსიკორში“ ოფიციალურად გააცნობენ, თუ რას ედავება მას გამოძიება.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.