"ართანამშრომლობის შესახებ განცხადება არის სრული ტყუილი" - დაზარალებული აქტივისტი

12.09.25 13:40
"ართანამშრომლობის შესახებ განცხადება არის სრული ტყუილი" - დაზარალებული აქტივისტი

 

 

ართანამშრომლობის შესახებ განცხადება არის სრული ტყუილი, - ამის შესახებ განცხადებას აქტივისტი ქეთი ალავერდაშვილი აკეთებს. საქმე ეხება მელიქიშილის გამზირზე  "ოცნების" პარტაქტივის წევრის მხრიდან ახალგაზრდა ქალისთვის სილის გაწნას.  

მისი თქმით, გუშინ ოთხი საათის განმავლობაში საკუთარ ადვოკატთან ერთად დეტალურად უპასუხა გამოძიების ყველა კითხვას, თუმცა იმის გამო, რომ არ თქვა ტყუილი და არ განაცხადა თითქოს დარტყმის შედეგად ტკივილი განიცადა, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი თქვა.

ალავერდაშვილის თქმით, ვიდეოკადრებში ჩანს „ქართული ოცნების“ აქტივისტის მონაწილეობა სხვა ძალადობრივ ეპიზოდებში, თუმცა ეს ნაწილიც იგნორირებულია.

ართანამშრომლობის შესახებ განცხადება არის სრული ტყუილი, იმიტომ, რომ გუშინ მეც და ჩემი ადვოკატიც 4 საათის განმავლობაში ვიყავით გამოკითხვაზე და თითოეული დეტალი, რაც ამ შემთხვევას ეხებოდა, ჩემს შემთხვევას, სხვა შემთხვევებს, გარემოშ იმ დროს რაც ხდებოდა პროტესტის მიმდინარეობისას, ყველაფერი გავიარეთ დეტალურად. იმის გამო, რომ მე, უბრალოდ, არ ვთქვი ტყუილი და არ ვთქვი ის, რომ ლოყა მეტკინა დარტყმის შედეგად, მაგის გამო გადაწყვიტეს, რომ არ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, და დანარჩენი ის კადრებიც, სადაც ეს კაცი მონაწილეობს, არის სრულიად დაიგნორებული. მაგრამ თავიდანვე ეს კაცი იყო დაჭერილი ჯგუფური ძალადობისთვის , არა იმ სილისთვის. ამიტომ სრულიად გაუგებარია, რა შუაშია იქ სილა, - ამბობს ქეთი ალავრდაშვილი. 

კალაძის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციაზე, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული "ოცნების" პარტაქტივის წევრები, ირაკლი ბუაჩიძე და ზაზა მამალაძე გაათავისუფლეს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა".