ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ბრალის წარდგენა გადაიდო
თავდაცვის ექს მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ბრალის წარდგენა გაურკვეველი დროით გადაიდო.
ადვოკატის ინფორმაციით, როდის მოხდება ბრალის წარდგენა, მათვის ამ დროისთვის უცნობია.
ბურჭულაძესთან პროკურატურის წარმომადგენლები კლინიკა “ჰელსიკორში“ 16:00 საათზე უნდა შესულიყვნენ.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გუშინ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ჯუანშერ ბურჭულაძე დანაშაულს არ აღიარებს. თავდაცვის ექს მინისტრი ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის ფული არ მიუსაკუთრებია და რასაც აბრალებენ აბსურდია.
მისი დავოკატის თქმით, რომელმაც დაცვის ქვეშ მყოფი ცოტა ხნის წინ კლინიკაში მოინახულა, ბურჭულაძე აპირებს სამართლებრივ ბრძოლას იმისთვის, რომ მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.