სამოქალაქო აქტივისტი, შუშანა მაცაბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმეს

12.09.25 16:30
სამოქალაქო აქტივისტი, შუშანა მაცაბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი, შუშანა მაცაბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმეს.

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს.