მეგი დიასამიძეს 2000 - ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს

12.09.25 16:34
მეგი დიასამიძეს 2000 - ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს

მეგი დიასამიძე გათავისუფლებდა 2000-ლარიანი (არასაპატიმრო) გირაოთი. ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ ადგილზე თათბირით გამოაცხადა.

შემდეგი სხდომა 28 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

23 წლის მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.