ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა ბრალის ოფიციალურ წარდგენას ამ დრომდე ელოდებიან
ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა ბრალის ოფიციალურ წარდგენას ამ დრომდე ელოდებიან. "პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ პროცესი რამდენიმე საათით გადაიდო.
უფლებადამცველებს დილით უთხრეს, რომ 4-დან 5 საათამდე უნდა მომხდარიყო ლევან ხაბეიშვილისთვის და მურთაზ ზოდელავასთვის ბრალის წარდგენა, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, პროკურორებმა ცოტა ხნის წინ ადვოკატებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ჯერ ბრალი დაწერილი აქვთ, შესაბამისად დაგვიანდება პოლიტიკოსებისთვის ბრალის წარდგენა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას.
სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.
ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.