გაცვალეს თუ არა მეგი დიასამიძის თავისუფლება "ოცნების" აქტივისტების გათავისუფლებაში?
„ქართულ ოცნებას" უკან დახევა მოუწია - 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე 2 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, თუმცა საქმე კვლავ გრძელდება.
სტუდენტი, რომელსაც კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „რუსული ოცნების“ წარწერა თავად არ გაუკეთებია. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასწორი პირი დააკავა.
დიასამიძე ციხეში კალაძის საჩივრის საფუძველზე აღმოჩნდა, მაშინ, როცა ბანერის დაზიანების ღირებულება 380 ლარს შეადგენს. მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ "ოცნებამ" დიასამიძის თავისუფლება „ქართული ოცნების“ აქტივისტების გათავისუფლებაში გაცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ წაუყენა ბრალი და იზოლატორიდან გაათავისუფლა მელიქიშვილის აქციაზე დაკავებული „ოცნების“ მხარდამჭერები - ზაზა მამალაძე, რომელსაც ქალი სილას გაარტყა, და ირაკლი ბუაჩიძე, რომელიც მომიტინგეებს თავს დუბინკით დაესხა.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.