რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. იუსტიციის სამინისტრომ "ტვ პირველს" განუცხადა, რომ გარდაცვლილია 2 პატიმარი.
უწყების ინფორმაციით, დაღუპულები პატიმრები არიან.
სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ სასადილოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.