პოლონეთის თავზე რუსული დრონების გამოჩენის გამო ნატო ოპერაცია "აღმოსავლეთის გუშაგს" იწყებს
მარკ რუტეს განცხადებით, პოლონეთის თავზე რუსული დრონების გამოჩენის გამო ნატო ოპერაცია "აღმოსავლეთის გუშაგს" იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის - რუსეთისა და ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნების კიდევ უფრო გაძლიერებას.
„ეს ოპერაცია უახლოეს დღეებში დაიწყება და მოიცავს მრავალრიცხოვანი ძალებისა და საშუალებების მონაწილეობას“, -თქვა რუტემ.
ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ დანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის სამხედროები.
ნატოს პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ დანია ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნის ორ F-16 გამანადგურებელს და საჰაერო თავდაცვის სისტემებით აღჭურვილ ფრეგატს, საფრანგეთი სამ გამანადგურებელ Rafale-ს, ხოლო გერმანია - ოთხ Eurofighter-ს. დიდი ბრიტანეთიც მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მისი კონკრეტული ფორმები ჯერ არ არის ცნობილი.