ქუჩა წყვეტს დღეს საქართველოს ბედს, ამიტომ ყველა უნდა გამოვიდეთ - გიორგი ჩიკვაიძის დედა

13.09.25 14:37
ქუჩა წყვეტს დღეს საქართველოს ბედს, ამიტომ ყველა უნდა გამოვიდეთ - გიორგი ჩიკვაიძის დედა

დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის დედა დღევანდელ მასშტაბურ აქციას უერთდება. ეკა წერეთელი ამბობს, რომ სწორედ ქუჩა წყვეტს დღეს საქართველოს ბედს, ამიტომ მოსახლეობას დღევანდელ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს. 

ის, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა, გამოსულია ქუჩაში, ქუჩა წყვეტს დღეს საქართველოს ბედს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დახმარება ევროპისგან, ამერიკისგან, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ. ამიტომ, ყველა უნდა გამოვიდეთ, უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული მონაპოვარი, რაც გვაქვს" - ამბობს ეკა წერეთელი. 

თბილისი დიდი საპროტესტო აქციისთვის ემზადება - 19:00 საათზე ხალხი  შეკრებას თსუ-ს პირველ კორპუსთან აპირებს და შემდეგ მსვლელობით, პარლამენტამდე წავლენ.

"არა რუსულ რეჟიმს! დაიცავი უვიზო" - ასე ეწოდება შეკრებას, რომელიც  ბოიკოტში მყოფი რვა ოპოზიციური პარტიის მიერ არის ორგანიზებული. 

მსგავსი სიახლეები