სკოლის ბუღალტერი ამბობს, რომ შეცდა - ქალი აზარტულ თამაშებში წაგებული 2 მილიონის დაბრუნებას გეგმავს

13.09.25 15:36
სკოლის ბუღალტერი ამბობს, რომ შეცდა - ქალი აზარტულ თამაშებში წაგებული 2 მილიონის დაბრუნებას გეგმავს

სკოლის ბუღალტერი ამბობს, რომ შეცდა - ქალი აზარტულ თამაშებში წაგებული 2 მილიონზე მეტი ლარის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს 40 წლის ქალის ადვოკატმა "პირველებს" განუცხადა.

ხატია როგავას სასამართლო პროცესი სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. 

თანხის ოდენობა საკმაოდ დიდია, დაახლოებით ორი მილიონის ფარგლებში გახლავთ. ედავებიან აღნიშნული თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. საკმაოდ დიდი შეცდომა იქნა მისი მხრიდან დაშვებული და გვექნება ყველანაირი მცდელობა, რომ ამ მიმართულებით ზიანი ანაზღაურდეს. პროკურატურის მხრიდან მოთხოვნილი იქნება პატიმრობის შეფარდება, ჩვენი მხრიდან ალტერნატივის სახით შეტავაზებული იქნება გირაო. თავის სახელმფასო ანგარიშზე ირიცხავდა თანხას", - აცხადებს ადვოკატი

გამოძიების ვერსიით, 40 წლის ქალმა  ინტერნეტ ბანკის მეშვეობით შეძლო სკოლის კუთვნილი ორ მილიონ ლარზე მეტის საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა შემდეგ ითამაშა და თანხა მთლიანად წააგო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბუღალტერს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები