გიორგი ბაჩიაშვილის დედა დაყადაღებულ ანგარიშებზე პირველ კომენტარს აკეთებს
გიორგი ბაჩიაშვილის დედა დაყადაღებულ ანგარიშებზე პირველ კომენტარს აკეთებს - მარინა რამაზაშვილი ამბობს, რომ წინასწარ ამის შესახებ არავის შეუტყობინებია და მაშინ გაიგო, როცა გუშინ სმს-ები მიუვიდა ტელეფონზე თანხის გაყინვასთან დაკავშირებით.
ამით ვერ შეგვაშინებ, მდიდარი არავინ დაბადებულა, ამას თუ იმის საპირწონედ აკეთებს, რომ მე ჩემი შვილი გავყიდო ან ჩემმა შვილმა თავის თავზე აიღოს ის, რაც არ გაუკეთებია, მაგისი ფასი არაფერი არ არის - აცხადებს ბაჩიაშვილის დედა.
ჩემთვის ეს ახალი არ ყოფილა, ამაზე მუქარა დიდი ხანია მიდის. ბიძინა ივანშვილი ცდილობს ჩაიჯიბოს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ჩემი შრომით და ჩემი ოჯახის შრომით მოპოვებული თანხა და საერთოდ რაც გამიკეტებია ყველაფერი. თუ ჰგონია, ამით მე შევშინდები, ჩემთვის მატერიალურ ქონებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არავინ არ დავბადებულვართ მდიდრები. მე ჩემი შვილები ოროთხიან ბინაში გავზარდე, რომელსაც აივანიც არ ჰქონდა. ყველაფერი შეიძლება ადამიანმა დაიწყოს თავიდან და იმისა საპირწონედ, რომ მე ჩემი შვილი გავყიდო ან ჩემმა შვილმა თავის თავზე აიღოს ის, რაც არ გაუკეთებია, მაგისი ფასი არაფერი არ არის.
გუშინ დამიწყო სმს-ებმა შემოსვლა, რომ, ჩემი ანგარიშებიდან ვიღაცამ დაიწყო თანხის გამოტანა და დაიბლოკა. ყველა ბარათი დაიბლოკა და მივხდი რაც მოხდა. წინასწარ არავის შეუტყობინებია. დავურეკე ჩემს ბანკირს და გავიგე ეს ამბავი. მოსალოდნელი იყო ეს, რადგან ამ კაცმა ჩემი შვილის გამო კონსტიტუცია შეცვალა და ისეთი კანონები მიიღო.
მე ჩემს ანგარიშზე მაქვს ის თანხა, რაც ჩემი შრომით მაქვს გამომუშავებული, არცერთი თეთრი ჩემს შვილს ჩემთვის არ ჩაურიცხავს" - ამბობს მარინა რამაზაშვილი.