3 წლის განმავლობაში სკოლის მობაილ-ბანკიდან 2 მილიონზე მეტი გადაირიცხა - სასამართლომ სკოლის ბუღალტერი პატიმრობაში გაუშვა

13.09.25 17:39
3 წლის განმავლობაში სკოლის მობაილ-ბანკიდან 2 მილიონზე მეტი გადაირიცხა - სასამართლომ სკოლის ბუღალტერი პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ სკოლის ბუღალტერი წინასაწარ 2 თვიან პატიმრობაში გაუშვეს - 40 წლის ქალი დღეს სხდომათ დარბაზში ტიროდა, მას დუმილი არ დაურღვევია.

საქმის პროკურორმა დღეს პროცესზე თქვა, რომ ხატია როგავა 3 წლის განმავლობაში - 2022 წლიდან 2025 წლამდე, წვდომა ჰქონდა სკოლის მობაილ-ბანკთან, საიდანაც მის ანგარიშზე რიცხავდა თანხას და დანიშნულებაში უთითებდა, რომ ეს იყო ხელფასი და ხელფასის ავანსი.

პროკურორით თქმით, ბრალდებული გადარიცხული თანხებიდან უდიდეს ნაწილს ერთ-ერთ ბეთზე, აზარტული თამაშებისთვის რუიცხავდა. 

გამოძიების ვერსიით, 40 წლის ქალმა  ინტერნეტ ბანკის მეშვეობით შეძლო სკოლის კუთვნილი ორ მილიონ ლარზე მეტის საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა შემდეგ ითამაშა და თანხა მთლიანად წააგო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბუღალტერს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები