„იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“ - Black Sea-ის პრეზიდენტმა ფესტივალი საპროტესტო გზავნილით დაასრულა
„იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“ - ამ სიტყვებით დაასრულა ფესტივალი სარეკლამო კომპანია Black Sea-ის პრეზიდენტმა.
ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის სცენიდან ოპოზიციური და პროტესტის ტონით გაჟღერებულ გზავნილებს აუდიტორიის ხანგრძლივი ტაში მოჰყვა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მეგობრები ციხეში სხედან, ხალხი კი ამ წუთებშიც ქუჩაში დგას და თავისუფლებისთვის იბრძვის,“ - ეს იყო ვატო ქავთარაძის მთავარი გზავნილი ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე.