"გამარჯვება არის ჩვენი!" - ვინ რა გზავნილით გამოდის 4 ოქტომბერს ქუჩაში

14.09.25 11:59
"გამარჯვება არის ჩვენი!" - ვინ რა გზავნილით გამოდის 4 ოქტომბერს ქუჩაში

დაკავებების ახალი ტალღის მიუხედავად, 4 ოქტომბრისთვის დაგეგმილი პროტესტი ძალაში რჩება. ორგანიზატორთა ინფორმაციით, მასშტაბური აქცია თვითმმართველობის არჩევნების დღეს გაიმართება.

დემონსტრაციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე 16:00 საათზე შეიკრიბებიან, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.

ვიდგებით 4 ოქტომბერს აუცილებალდ აქციაზე როგორც ყოველ დღე ვდგავართ, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება წავიდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ ვართ მართლები და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს და ზღაპრის ბოლო არის კეთილი. გამარჯვება არის ჩვენი! ეს ქვეყანა ჩვენია, ეს ქვეყანა ხალგაზრდებისაა და ახალგაზრდები უნდა იყვნენ წინა პლანზე აუცილებლად, - ამბობს აქტივისტი ნიკოლოზ ტყემალაძე. 

აქტივისტი დათა ქაშიაშვილი ამბობს, რომ ხაბეიშილის დაკავებით "ოცნება" ვერაფერს მიაღწევს, რადგან ხალხი არა ერთი ადამიანის გარშემო, არამედ იდეის გარშემო ერთიანდება. 

ხაბეიშვილმა შეძლო 4 ოქტომბრისთვის ისეთი მუხტის შექმნა, რომელიც იანვრის მერე, ფაქობრივად, არ გვქონია. მაგრამ, "ქართული ოცნება" ერთ რამეში ცდება და ვერ იაზრებს, რომ ხალხი არ ერთიანდება ერთი ადმაიანის გარშემო, ხალხი ერთიანდება იდეის გარშემო. ასე რომ, ხაბეიშილმა რაც ქნა, იყო ის, რომ მან მოგვცა საზოგადოებას იდეა და 4 ოქტომბერს საზოგადოება გავერთიანდებით. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ შეეცდება "ქართული ოცნება", რომ ჩაახშოს ეს მუხტი. იდეა არსებობს და იდეის გარშემო გავერთაინდებით, - ამბობს დათა ქაშიაშვილი.  

მსგავსი სიახლეები