დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაცია - დაკავებულია 14 პირი
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა-კულტივირების და ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციის ბრალდებით 14 პირია დაკავებული. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეტადონი“, „სუბოტექსი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „ლირიკა“, „გამომშრალი მარიხუანა“, და „მცენარე კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები და წებოვანი ლენტები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა, მუხლებით მიმდინარეობს, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.