საკრებულოს შენობაში აღმოჩენილი სუს-ის აპარატურა - ტვ პირველმა დეტალები გაარკვია

15.10.21 13:22
საკრებულოს შენობაში აღმოჩენილი სუს-ის აპარატურა - ტვ პირველმა დეტალები გაარკვია

ტვ პირველმა იმ აპარატურის შესახებ დეტალები გაარკვია, რომელიც პოლიციას საკრებულოს შენობაში ჰქონდა დამონტაჟებული. ,,პირველების" ინფორმაციით, ეს არის ავტორიტეტული კომპანია ,,ვულფსტრიმის" მიერ შექმნილი მოწყობილობა, სახელად ,,ბომბა", რაც ხმისა და სიგნალის ჩასახშობად გამოიყენება. ეს საკმაოდ ეფექტური აპარატურაა, რაც უზრუნველჰყოფს რამდენიმე კილომეტრის მანძილზე სიგნალის ჩახშობას.

პირველების ინფორმაციით, მთავარი მიზანი ,,ბომბის" დამონტაჟებისა, იყო აეროგადაღების კამერების სიგნალის ჩახშობა, რათა არ მომხდარიყო აქციაზე მისული ხალხის ზემოდან გადაღება და მათი რაოდენობის დაფიქსირება.

აპარატურა თბილისის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა, აღმოაჩინა. მასთან ერთად კიდევ აღმოჩენილია სხვა მოწყობილობაც, რომელსაც, სავარაუდოდ, სუსი უკანონო მოსმენებისთვის იყენებს. ორივე მოწყობილობას ინსტრუქციაში უწერია, რომ  ისინი არის სპეციალური სამსახურების მიერ გამოყენებადი ტექნიკა, რომელსაც ძირითადად საომარი მოქმედებების დროს მოწინააღმდეგის სიგნალის ჩასახშობად იყენებენ.

აპარატურა აქციის დასრულების შემდეგ ოპოზიციამ აღმოაჩინა, როდესაც საომარი მოქმედებებისთვსი განკუთვნილი ტექნიკა საკრებულოს შენობიდან მალულად გაჰქონდათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ აღნიშნული აპარატურა მათ არ ეკუთვნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ აღნიშნული მოწყობილობას პოლიცია სიგნალის გაუმჯობესების მიზნით იყენებს.