ძლიერი წვიმა, ქარი და შტორმული ღელვა - საქართველოში ამინდი უარესდება
18–20 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექები, ქარის გაძლიერება და შტორმული ღელვა, რაც შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონის მატებასა და მეწყრულ პროცესებს გამოიწვიოს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო), - ნათქვამია ინფორმაციაში.