დიქტატურაში მარკერით წარწერის გამო შესაძლებელია ადამიანს პასუხისმგებლობა დააკისრონ - შოთა თუთბერიძე

16.09.25 15:16
დიქტატურაში მარკერით წარწერის გამო შესაძლებელია ადამიანს პასუხისმგებლობა დააკისრონ - შოთა თუთბერიძე

 

 

ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურაში და დიქტატურაში სამწუხაროდ ასეთი რაღაცები ხდება - მარკერით წარწერის გამო შესაძლებელია ადამიანს პასუხისმგებლობა დააკისრონ - ამის შესახებ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორთან განუცხადა, სადაც დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერისთვის ბრალის წარდგენა უნდა დაიწყოს. 

თუთბერიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, პროკურატურა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღესვე მიმართავს და დღესვე გაიმართება პროცესიც. 

ადვოკატი ვარაუდობს, რომ სასამართლო ელენე ხოშტარიას წინასწარ პატიმრობაში გაუშვებს. 

მოლოდინი მაქვს, რომ იქნება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალსიწინებული სავარაუდო დანაშაულისთვის ბრალი წაყენებული, თუმცა, საბოლოოდ ამას ვნახავთ, მაშინ, როდესაც ბრალს გავეცნობით. 

ბრალი რომ დაუსაბუთებელია და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები რომ არ იყო ადგილზე, ამაზე საუბარიც ზედმეტია. ეს არის მარტივი კაზუსი. ერთადერთი, რისი სიმპტომიც ეს არის და რაც შეიძლება ითქვას, ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურაში და დიქტატურაში სამწუხაროდ ასეთი რაღაცები ხდება - მარკერით წარწერის გამო შესაძლებელია ადამიანს პასუხისმგებლობა დააკისრონ მაშინ, როცა ეს დანაშაული არ არის, რადგან ადამიანი მოქმედებდაგამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. რა თქმა უნდა, ველოდები (აღკვეთის ღონისძიების სახით) პატიმრობას",- განაცხადა შოთა თუთბერიძემ. 

შეგახსენებთ, რომ მუხლი, რომლითაც ელენე ხოშტარია დააკავეს, ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-მ კახა კალაძის ბანერის დაზიანების გამო, ოპოზიციონერ ლიდერის მიმართ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები