იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი სავარაუდო "ტიტუშკა", რომელიც აქციაზე შეიარაღებულ არასრულწლოვანთან ერთად იმყოფებოდა

16.09.25 15:46
იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი სავარაუდო "ტიტუშკა", რომელიც აქციაზე შეიარაღებულ არასრულწლოვანთან ერთად იმყოფებოდა

იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი სავარაუდო "ტიტუშკა", რომელიც გუშინ საღამოს აქციაზე შეიარაღებულ არასრულწლოვან, დავით გრძელიძესთან და რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა და აქტივისტების თქმით, მათი მისამართით შეურაცხმყოფელ ეპითეტებს ახმოვანებდა - ის დაჩი ყიფიანია, რომელიც პოლიციამ ბესიკის ქუჩიდან მხოლოდ განარიდა და არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე გამოკითხულიც კი არ არის. ამაზე მეტყველებს ყიფიანის ოჯახის წევრების ინტერვიუები. 

დედა ამბობს, რომ პოლიცია მათ არ დაკავშირებიათ და არც მათთან სახლში მისულან. რაც შეეხება შეიარაღებულ არასწრულწლოვანთან ნაცნობობას, ოჯახი ამბობს, რომ დავით გრძელიძის ვინაობის შესახებ არაფერი იციან.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ პირთა ჯგუფი, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ მომიტიანგეებს და დაპირისპირებას ცდილობდნენ, დაკავშირებულები არიან ჯგუფ "ბერგმანთან", რომლის ერთ-ერთი ლიდერი 15 წლის არასრულწლოვანის წამების გამოა დაკავებული. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სწორედ ამ ჯგუფს იყენებენ ახლა აქციაზე დაპირისპრიების პროვოცირებისთვის. 

"როგორც გაირკვა ეს ბიჭები იყვნენ "ბერგმანის წევრები, რომლის ხელმძღვანელი დაკავებულია ახალგაზრდა ბიჭის წამებსი გამო და ასევე, ეს ყოფილა გომელაურის ნათლული.  მათ შესახებ დაწერეს, რომ პოლიცია მათ როგორც ტიტუშკებს ისე იყენებსო", - აცხადებს აქტივისტი. 

  • ცნობისთვის, ბიჭი, რომელიც გუშინ პროევროპული მარშის მონაწილეებს ჯერ აგინებდა, შემდგე კი ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 16 წლის მოზარდია დაკავებული. 

შსს განცხადებაში წერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით წამოსული ოცდაათამდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება. 

 

მსგავსი სიახლეები