"ჩემი ძმა" - რა მისიით ჩამოვიდა თბილისში ხამზატ ჩიმაევი და რა აკავშირებს მას კახა კალაძესთან

16.09.25 15:46
"ჩემი ძმა" - რა მისიით ჩამოვიდა თბილისში ხამზატ ჩიმაევი და რა აკავშირებს მას კახა კალაძესთან

რა მისიით ჩამოვიდა თბილისში ხამზატ ჩიმაევი - პუტინისტი და ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის უახლოესი გარემცვის წევრი სპორტმენი ისევ  თბილისშია. მას ისევ კახი კალაძე მასპინძლობს და ჩიმაევს “ძმად“ მოიხსენიებს.

ხამზატ ჩიმაევთან შეხვდრის კადრები  თბილისის  მერმა სოციალურ  ქსელში  თავად გაავრცელა, წარწერით, “ჩემი ძმა“.

თუმცა “პირველების“ კითხვაზე,  რას ემსახურება ბოლო თვეებში უკვე მეორედ “კადიროვის“ საძმოს წევრი სპორტმენის  ჩამოსვლა საქართველში მერმა კატეგორიულად არ უპასუხა.

გუშინ კალაძე იმ ღონისძიებასაც  ესწრებოდა როდესაც პუტინიტს სპორტსმენს თბილსიში საჩუქრად ავტომობილი “ფერარი“ გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ჩიმაევი არა მხოლოდ კალაძეს, არამედ „ოცნების“ სახვა წევრებსაც შეხვდა. მათ შორის ირაკლი ზარქუას და ამის ამსახველი ფოტოც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

პოლიტიკოსები ღიად ამბობენ, რომ  ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი სპორტსმენის ვიზიტი, არამედ, ხამზატ ჩიმაევი არის ფიგურა, რომელსაც კადიროვის და პუტინის რეჟიმი იყენებს ინტერესებისთვის და ვარაუდობენ, რომ პოლიტიკური ინტერესებით და კონკრეტული მისიით ჩამოვიდა ის საქართველოში.

წარმოდგენა არ მაქვს, რისთვის დაჰყავთ ეს კადიროვის დამქაში, ვის რაში სჭირდება ეს ტიპი აქ, მაგრამ მეტი მეგობარი ამათ არ ჰყავთ და მეტი სალაპარაკო არავისთან არ აქვთ და თავისნაირ მარაზმატიკ კადიროვს თუ იმას იზამენ, მაგრამ კიდევ კარგი. ჩიმაევის არ ვიცი, მაგრამ კადიროვს თავისი გასჭირვებია, 2 ცხვარი აქვს ფეხზე გამობმული. გულის ამრევია, როცა აქ კადიროველები დადიან, ჩამოდიან ვიღაც გაუგებარი, ხალხის მწამებელი, საკუთარი ერის მწამებელი ხალხი, - აცხადებს ელისაშვილი.

“საფრთხის შემცველს“ უწოდებს ჩიმაევის ვიზიტს თეონა აქუბარდია. მისი თქმით, კალაძე იმდენად ემზადება 4 ოქტომბრისთვის, რომ “დასჭირდა ის ზურგი, რომელიც კადიროვის მხრიდან შეიძლება იყოს მიცემული.“

კონკრეტულად ეს სპორტსმენი უფროს ძმას ეძახის კადიროვს, შესაბამისად, მისი ვოიაჟი საქართველოში, ისევე როგორც დაპირისპირება მომიტინგეებთან, რომელიც გასულ წელს ვნახეთ, არის, საფრთხის შემცველი მთლიანად საქართველოს გაცხადებული ინტერესებისთვის. როგორც ჩანს, მოსალოდნელი 4 ოქტომბრის თარიღისთვის იმდენად ემზადება კალაძე, რომ მას დასჭირდა ის ზურგი, რომელიც კადიროვის მხრიდან შეიძლება იყოს მოცემული. კადიროვი ცნობილია, რომ ძალიან აქტიურად იყენებს სპორტსმენებს იმისთვის, რომ გაათეთროს ის პოლიტიკა, რომელიც კრემლის მსახურებას უკავშირდება. ჩვენ არაერთხელ გვახსოვს კადიროველების ვოიაჟები საქართველოში და სრული უმოქმედობა სუს-ის იმ ფონზე, როდესაც კადიროვს არაერთი მუქარის განცხადება აქვს საქართველოზე გაკეთებული, - ამბობს თეონა აქუბარდია.

მსგავსი სიახლეები