"სურთ, რომ ლევან ხაბეიშვილს შეუზღუდონ სიტყვა" - ლაშა ტყეშელაძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიმოწერა, სატელეფონო საუბარი და პაემნები აუკრძალა, რადგან "სურთ, რომ ლევან ხაბეიშვილს შეუზღუდონ სიტყვა".
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის სიტყვა უკვე მისულია ხალხამდე და "ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ 4 ოქტომბერს უნდა შეიკრიბოს რუსთაველზე".
გამოჩნდა, რომ ამ საქმეს არავიტარი კავშირი არ აქვს სისხლის სამართლათან. სურთ, რომ ლევან ხაბეიშვილს შეუზღუდონ სიტყვა, სიტყვა ვერ მივიდეს ხალხამდე ლევან ხაბეიშვილის და დღეს უკვე ახალი გადაწყვეტილება მიიღო სუს-მა, რომ უკვე "კანონიერად" შეუზღუდეს ლევან ხაბეიშვილს ლაპარაკი, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, ლევან ხაბეიშვილის სიტყვა უკვე მისულია ხალხამდე. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ 4 ოქტომბერს უნდა შეიკრიბოს რუსთაველზე.
კი, მხოლოდ ადვოკატის ნახვის უფლება აქვს ლევან ხაბეიშვილს, სხვა დანარჩენი შეზღუდვა, რაც კი შეიძლებოდა ე.წ. კანონით რაც აქვთ, ყველაფერი შეუზღუდეს," - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.