ფიზიკური საფრთხე დღითიდღე მატულობს, სრულ პასუხისმგებლობას ე.წ. მთავრობას ვაკისრებთ - აქტივისტები

16.09.25 21:19
ფიზიკური საფრთხე დღითიდღე მატულობს, სრულ პასუხისმგებლობას ე.წ. მთავრობას ვაკისრებთ - აქტივისტები

ჯგუფური თავდასხმა არ ყოფილა შემთხვევითი და მას მიზანმიმართული პროვოკაციის სახე ჰქონდა, - ამის შესახებ აქტივისტებმა საზმაუსთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს. საქმე ეხება ბესიკის ქუჩაზე მშვიდობიან მოქალაქეებზე შეიარაღებულ თავდასხმას.

მათი თქმით, ინციდენტი „სამთავრობო პროპაგანდის ლოგიკური გაგრძელებაა“, რასაც „პოლიციის უმოქმედობაც“ ადასტურებს.

„ფიზიკური საფრთხე დღითიდღე მატულობს და სრულ პასუხისმგებლობას ე.წ. ხელისუფლებას ვაკისრებთ,“ - აღნიშნეს აქტივისტებმა. 

ეს ჯგუფური თავდასხმა არ ყოფილა შემთხვევითი და მას მიზანმიმართული პროვოკაციის სახე ჰქონდა. მეტიც, მას ჩვენს საწინააღმდეგოდ აგორებული სამთავრობო პროპაგანდის ლოგიკურ გაგრძელებად მივიჩნევთ, რაზეც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს პოლიციის უმოქმედობა. მოძალადეების დაუსჯელობის სინდრომი თუ თავად სამთავრობო მედიებისა და მათთან ასოცირებული არხების მიერ წარმოებული პროპაგანდა. ფიზიკური საფრთხე დღითიდღე მატულობს, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ე.წ. მთავრობას ვაკისრებთ, - განაცხადეს აქტივისტებმა ბრიფინგზე. 

პარალელურად, ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. საზმაუს მარშმა დრესაც ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე მსველოლობით გადაინაცვლა. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.