გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე, 17-18 სექტემბერს, გადაადგილება შეიზღუდება

16.09.25 23:26
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე, 17-18 სექტემბერს, გადაადგილება შეიზღუდება

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მომავალი 2 დღის განმავლობაში სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს

კერძოდ, მოძრაობა შეიზღუდება 17 სექტემბერს 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე და 18 სექტემბერს 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ41-კმ52 მონაკვეთზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. რის გამოც, 2025 წლის 17 სექტემბერს 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე და 18 სექტემბერს 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - წერია განცხადებაში.