"თაღლით რომეოს" ბათუმში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

17.09.25 12:22
"თაღლით რომეოს" ბათუმში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

Netfix-ის დოკუმენტური სერიალის, Tinder Swindler-ის გმირი და "თაღლითი რომეოს" სახელით ცნობილი საიმონ ლევიევს ბათუმში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

„ნიუ იორკ თაიმსი“ ადვოკატზე, საგივ როტენბერგზე დაყრდნობით წერს, რომ ლევიევი საქართველოში გერმანიის მოთხოვნით დააკავეს. ის სამი თვით პატიმრობაში დარჩება, ან იმ დრომდე, სანამ გერმანია მის ექსტრადირებას არ მოახდენს.

ამერიკული გამოცემის ცნობით, გერმანიაში ლევიევს ბრალი წაუყენეს ქალისგან თითქმის 44 000 ევროს მოპარვის და მის სახელზე საკრედიტო ბარათისა და ტელეფონის გამოყენებით ათასობით დოლარის მითვისების ბრალდებით.

მისი ადვოკატის თქმით, ლევიევი ბრალდებებს უარყოფს.

„ნიუ იორკ თაიმსს“ ადვოკატმა უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში დაკავებას ასაჩივრებს და ასევე, მოითხოვს გერმანიაში საქმის შეწყვეტას.

  • გავცრელებული ინფორმაციით, ლევიევი თავს ბრილიანტებით მოვაჭრედ ასაღებდა, ქალებს  უკავშირდებოდა Tinder-ზე და თაღლითობით ფულს სძალავდა. 35 წლის ლევიევზე დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული Netflix-საც.