ე.წ. პირბადეების საქმეზე სასამართლოში გამოკითხვაზე ეკა გიგაური დაიბარეს
ე.წ. პირბადეების საქმეზე, " საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური - გიგაური გამოკითხვაზე დაიაბრეს - გიგაური საქალაქო სასამართლოში 15:00 სთ -ზეა დაბარებული.
შეგახსენებთ, პროკურატურამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა, მათ შორის ISFED-ის, IDFI-ისა და „საფარის“. უწყება ამ ორგანიზაციებს ადანაშაულებს აქციებისთვის აღჭურვილობის შეძენასა და დაკავებულების იურიდიულ დახმარებაში.
გამოძიება „ქართული ოცნების“ პროკურატურაში 2025 წლის თებერვალში დაიწყო და ეხება საბოტაჟსა და „უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას“.