ძალადობა არასრულწლოვანზე - მოსამართლე მარიდაშვილმა მკლავჭიდელ ქალს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

17.09.25 13:08
ძალადობა არასრულწლოვანზე - მოსამართლე მარიდაშვილმა მკლავჭიდელ ქალს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ძალადობა 15 წლის არასრულწლოვნაზე - მოსამართლე მარიდაშვილმა მკლავჭიდელ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოსამართლემ ხატია ვიბლიანს თანხის გადასახდელად 20 დღიანი ვადა განუსაზღვრა.

გირაო სხდომაზე პროკურატურამ მოითხოვა.

როგორც პროკურორიმა ნათია ნოზაძემ განაცხადა, ხატია ვიბლიანმა 15 წლის ბავშვს ხელებისა და ფეხების გამოყენებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

სხდომის დასრულების შემდეგ ხატია ვიბლიანმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, გაიმეორა მხოლდო ის, რაც სხდომის დასაწყისში თქვა - "არანაირ ძალადობას არ ვემხრობი, თუმცა უმიზეზოდ არაფერი ხდება".

ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ინანიებს, თანამშრომლობს გამოძიებასთან.

ასევე ნახეთ:

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

  • ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს