ადვოკატები ნინო დათაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ - სასამართლო, სავარაუდოდ გადაიდება

17.09.25 13:59
ადვოკატები ნინო დათაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ - სასამართლო, სავარაუდოდ გადაიდება

ადვოკატები ნინო დათაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ - ამის შესახებ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" განცხადებაშია ნათქვამი. 

PHR-ის იურისტებმა დაკავებული აქტივისტი პენიტენციურ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მოინახულეს. მათი თქმით, დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია. 

საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული პროცესი, მაღალი ალბათობით, გადაიდება - ამბობენ ადვოკატები.

ესწუთია PHR-ის ადვოკატებმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს და მათი ინფორმაციით, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, ნინოს უჭირს გადაადგილება. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული პროცესი, მაღალი ალბათობით, გადაიდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შუამდგომლობას ნინო დათაშვილის ადვოკატები დააყენებენ. 
ნინო დათაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასა და მისთვის ყველა საჭირო სერვისის დაუყოვნებლივ შეთავაზების მოთხოვნით ადვოკატებმა #5 დაწესებულებას მიმართეს. საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც საკითხზე უკვე მუშაობს.
ნინო დათაშვილის Საქმის არსებითად განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 სექტემბერს, 15:00 საათზე უნდა განახლებულიყო", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები