გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულთა შორის გიორგი კანდელაკია
გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ალკოჰოლის არალეგარული წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის არიან გორელი ბიზნესმენი, ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი.
წინასწარი ინფორმაციით, სწორედ მათ ედებათ ბრალი ფალსიფიცირებული აკოჰოლური სასმელების საწარმოს ფლობაში. ფინანსურმა პოლიციამ დღეს აღმოაჩინა, რომ მსოფლიო ბრენდების სასმელებს კასპში სარდაფში ასახამდნენ და ბაზარზე ასე იყიდებოდა.
"პირველები" ესაუბრა კანდელაკის მეგობარს, რომელსაც აღნიშნული ბრალდებსი არ სჯერა, ირწმუნება, რომ ყოფილ მოკრივეს და "ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენს "არ უჭირდა საიმისოდ, რომ აღნიშნული ბიზნესი უკანონოდ ეწარმოებინა".
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ უპრეცედენტო რაოდენობის 75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი და 318 000-ი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. უწყების ცნობით, დაკავებულია დანაშაულში თანამონაწილე 7 პირი.
- გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში, გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია.