რუსთავში დაკარგული მოზარდი მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს

17.09.25 14:16
რუსთავში დაკარგული მოზარდი მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს

ტრაგედია რუსთავში - დაკარგული 16 წლის მოზარდი მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას  “ინფო რუსთავი" აქვეყნებს.

ახალგაზრდის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან 3 კილომეტრის დაშორებით ნახეს. 

მოზარდის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარში 15 სექტემბერს დაიწყო.