2 მილიარდამდე ლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კაცის ბიზნესპარტნიორი ქირით ცხოვრობს - (კომენტარი)
ვინ არის 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ფაქტზე დაკავებული კახა კოტორაშვილს ბიზნესპარტნიორი, რომელიც კომპანია „ფინის“ 10%-ის მფლობელია?
"პირველების" ინფორმაციით, ეს უკანასკნელი დაკავებულის ახლო ნათესავი, ვახტანგ კოტორაშვილია.
ირკვევა ისიც, რომ დაკავებულის პარტნიორს საკუთარი საცხოვრებელი სახლიც კი არ აქვს. ვახტანგ კოტორაშვილის ნათესავები გვეუბნებიან, რომ ის ოჯახთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
ნაქირავებში ცხოვრობს მემგონი, საკუთარი არ აქვს, - ამბობს დაკავებულის ახლობელი.
უცნობია, ჰქონდა თუ არა გამოძიებას კითხვები ვახტანგ კოტორაშვილთან. ამ ეტაპზე დადასტურებუად შეიძლება ითქვას, რომ კახა კოტორაშვილს ბიზნესპარტნიორი დაკავებული არ არის.
„პირველებმა“ დაადგინა კომპანია, რომლის შეფიც ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. კომპანია „ფინის“ 49 წლის მფლობელს, კახა კოტორაშვილს პროკურატურა 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრებას ედავება.
"პირველებისთვის" ასევე ცნობილი ხდება, რომ გამოძიება დაკავებულის მხრიდან იმ ადამიანების გვარების დასახელებას ელოდება, ვისაც მისთვის მილიონები გასათეთრებლად მიჰქონდა. ირკვევა, რომ დაკავებული და მისი კომპანია გამოიყენეს ამ სქემისთვის, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი თანხა სხვას ეკუთვნოდა.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებას დაკავებულის ინიციალებიც კი არ გაუსაჯაროვებია. არ გავრცელებულა არც დაკავების კადრები.