ალკოჰოლური სასმელების იატაკქვეშა ბიზნესის სკანდალი - ხელბორკილები "ოცნების" წევრსაც დაადეს

17.09.25 15:44
ალკოჰოლური სასმელების იატაკქვეშა ბიზნესის სკანდალი - ხელბორკილები "ოცნების" წევრსაც დაადეს

ალკოჰოლური სასმელების იატაკქვეშა ბიზნესის სკანდალი - ირკვევა, რომ დაკავებულთა შორის გორის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ბორია გოგიჩაიშვილია.

ხმაურიანი სპეცოპერაცია შიდა ქართლში რამდენიმე საათის წინ ჩატარდა. ხელბორკილები "ქართული ოცნების" წევრთან ერთად, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკსაც დაადეს. 

არსებული ინფორმაციით, ასევე დაკავებულია კიდევ ერთი ბიზნესმენის, გიორგი ჯალაბაძის ძმა, ქართლოს ჯალაბაძე. 

რამდნეიმე საათის წინ,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საგამოძებომ უპრეცედენტო რაოდენობის  75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი და 318 000-ი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. უწყების ცნობით, დაკავებულია დანაშაულში თანამონაწილე 7 პირი. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში, გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია.