მადლობა სოლიდარობისთვის, უპირობო მხარდაჭერა მას! - ზაჰესის იზოლატორთან ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად მეგი დიასამიძე მივიდა
მადლობა ელენეს სოლიდარობისთვის და ჩემი უპირობო მხარდაჭერა მას - ამის შესახებ ჟურნალისტებთან აქტივისტმა ქეთი დიასამიძემ განაცხადა, რომელიც დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პროცესს ესწრებოდა, შემდეგ კი წინასწარი მოთავსების იზოლატორთან მივიდა.
დიასამიძე, რომელასაც გამოძება ასევე კახა კალაძის პლაკატზე გაკეთებულ წარწერას ედავება, ამბობს, რომ მისი და ხოშტარიას საქმე აბსოლუტურად იდენტურია და ამ საქმეებით "ქართული ოცნება" საზოგადოებსი დაშინებას ცდილობს.
მადლობა ელენეს სოლიდარობისთვის და ჩემი უპირობო მხარდაჭერა მას, იმიტომ, რომ მისი, როგორც პოლიტიკოსი ქალის სახე ჩანდა, როგორც გამბედავი და მამაცი. ჩემი და ელენე ხოშტარიას საქმე არის აბსოლუტურად იდენტური. მოცემულობა არის ერთი და იგივე. აქედან გამომდინარე, მას ახლა აქ უნდა ვხდებოდეთ გამოსულს და არა რუსთავის ციხეში. ამით "ქართულ ოცნებას" საზოგადოების დაშინება უნდა", - განაცხადა ქეთი დიასამიძემ.
სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. ახლა კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის ზაჰესის იზოლატორიდან ქალთა ციხეში გადაიყვანენ.
სხდომაზე დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო პროკურატურამ მოითხოვა.
სხდომას ესწრებოდა სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატიც, მიუხედადავ იმისა, რომ დაკავებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა მის დაცვაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სავალდებულო დაცვა მოითხოვა.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.