დაზარალებული მოზარდის ოჯახი: “ვერ ვგრძნობთ თავს და­ცუ­ლად, დამ­ნა­შა­ვე ცხოვ­რობს ძა­ლი­ან ახ­ლოს”

17.09.25 17:09
დაზარალებული მოზარდის ოჯახი: “ვერ ვგრძნობთ თავს და­ცუ­ლად, დამ­ნა­შა­ვე ცხოვ­რობს ძა­ლი­ან ახ­ლოს”

14 წლის არასრულწლოვანის ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს - მათ პოზიციას  “ნეტგაზეთი" ავრცელებს. 

წერილის მიხედვით, ოჯახი  ითხოვს პატიმრობა შეეფარდოს ხატია ვიბლიანს – მკლავჭიდელს, რომელსაც ბავშვზე ძალადობისთვის ბრალი წარედგინა.

“რო­გორც იცით, ქ. ხა­ტია ვიბ­ლი­ანს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა, ოჯა­ხი ითხოვს ხა­ტია ვიბ­ლი­ა­ნის აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს პა­ტიმ­რო­ბა და არა გი­რაო, რად­გან, ვერ ვგრძნობთ თავს და­ცუ­ლად, დამ­ნა­შა­ვე ცხოვ­რობს ძა­ლი­ან ახ­ლოს და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ყა­როს ბავ­შვს. ასე­ვე საფრ­თხე­შია მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არა­ვინ იცის, კი­დევ ვის გა­ი­მე­ტებს და უმო­წყა­ლოდ სცემს ეს ქალ­ბა­ტო­ნი.

გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს ის ფაქ­ტიც რომ, მისი არ და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მე­ურ­ვე­ო­ბა, რო­მელ­ზეც მან ისე­ვე, რო­გორც მო­ზარ­დზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იძა­ლა­და იმ სა­ღა­მოს და ატი­რე­ბულ ბავ­შვს ეს ყვე­ლა­ფე­რი აყუ­რე­ბი­ნა. ქალს რო­მელ­საც პირ­ველ ბავ­შვზე დე­დო­ბა აქვს ჩა­მორ­თმე­უ­ლი, თქვე­ნი აზ­რით მე­ო­რეს ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ზრდის?

ახლა აცხა­დებს, არ ვი­ცო­დი არას­რულ­წლო­ვა­ნი რომ იყოო. არა­და, მა­შინ ხომ ჰქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი,მო­ზარ­დთან რომ ჰქონ­და საქ­მე, როცა მი­მარ­თავ­და: “შე, წვინ­ტლი­ა­ნო, ნა­ბიჭ­ვა­რო, მე შენ გას­წავ­ლი ჭკუ­ა­ს” და თავს ვინ ვის და­ეს­ხა ესეც მშვე­ნივ­რად ჩანს კად­რებ­ში, მოწ­მე­ე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ მა­ღა­ზი­ა­ში”, – წერია განცხადებაში "ნეტგაზეთის" მიხედვით.

არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.