სროლა ქარელში - ცენტრალურ ქუჩაზე მანქანა დაცხრილეს (ფოტოები ადგილიდან)
ქარელში, ცენტრალურ ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანა დაცხრილეს.
დაცხრილულია კომპანია "სოკარის" კუთვნილი ავტომობილი.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
განახლება: მომხდარ ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

