"ოცნება" შსს-ს თანამშრომლებს უსმენს, დაამონტაჟეს კამერები - ყოფილი ძალოვნის სკანდალური განცხადება
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი "ტვ პირველთან" სტანდალურ განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, შსს-ს თანამშრომლებს ტელეფონებიდან Signal-ის აპლიკაციები წააშლევინეს და უთხრეს, რომ მხოლოდ Whats Up-ი გამოიყენონ.
ეს ყველაფერი არ არის, შაიშმელაშვილის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უთხრეს ისიც, რომ "მოსაწევ ადგილებში, საცხოვრებელ ყაზარმებში, საკლასო ოთახებში დამონტაჟებულია ფარული მოსასმენი აპარატურა".
მაგალითად, გუშინ რას აკეთებდნენ, გუშინწინ ამას გეტყვით - პირად შემადგენლობას კრებენ, ჯერ იმ დონეზე არიან პანიკაში შეპყრობილები, რომ აუკრძალეს... ტელეფონებიდან წაშალონ Signal-ის აპლიკაციები, მხოლოდ გამოიყენეთ Whats Up-ის აპლიკაციები. კი ბატონო [რომ მოუსმინონ]. მოსაწევ ადგილებში, საცხოვრებელ ყაზარმებში, საკლასო ოთახებში დამონტაჟებულია ფარული მოსასმენი აპარატურა, რომ მოუსმინონ. აგრეთვე ამ ადამიანებს აშინებენ, ეუბნებიან, რომ ჩვენ თქვენ გისმენთ და არა მარტო თქვენ, თქვენი ოჯახის წევრებსაც ვუსმენთ და "ღმერთმა დაიფაროს ვინმეს სადმე რამე გაგივიდეთ".
[...]
როგორც საზოგადოებაში ცდილობენ შიშისა და ნიჰილიზმის დათესვას, ასევე ცდილობენ შიშის დათესვას მოქმედ თანამშრომლებში და ეუბნებიან, რომ მაინც არაფერი გამოვა, 4 ში არაფერი არ მოხდება," - განაცხადა შაიშმელაშვილმა.