საბავშვო ბაღის ნაცვლად ოთახები ნაქირავებ შენობაში - ოპოზიცია სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს
საბავშვო ბაღის ნაცვლად ოთახები ნაქირავებ შენობაში - ოპოზიცია ზუგდიდის მერიას სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.
ირკვევა, რომ უკვე წლებია, ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში ბაღის შენობას წლებია არემონტებენ, თუმცა ბაღს აღსაზრდელები არც ამ წელს მიუღია. შენობა ამ დრომდე მოუწესრიგებელია და არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის მერიას იქ არც ავეჯი შეუტანია. არადა ბაღის აშენებისთვის ბიუჯეტიდან, ოთხი მილიონია დახარჯული.
წესით, საბავშვო ბაღს აღსაზრდელები 2024 წლის სექტემბერში უნდა მიეღო. მშობლებს ამის გამო, ბავშვები კერძო სახლის პირველ სართულზე, იჯარით აღებულ ოთახებში მიჰყავთ.
"პირველები" შეეცადა, გაერკვია რაში იხარჯება ხალხის ფული, თუმცა ბაღის დირექტორმა კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.